ასტროლოგიის სრული მექანიზმი

თუ ამ სამეცნიერო ფილმს „სამყარო ჰაბლის ტელესკოპის თვალით“ ბოლომდე ნახავთ (ბმული აქვეა), ჩათვალეთ, დაათვალიერეთ ძველ ხალხთა მიერ აღწერილი მე-9 ცა, სადაც ყველაფერი ელვარებსო და, როგორც განვლილ ეპოქებში შეძლეს, ისე დახატეს ვარსკვლავთა შრეების გაღმა დავანებული არაამქვეყნიური ზე-არე. ამ ილუსტრაციას შეხედეთ, ძველია. ჯერ მოკლედ ვიტყვი:

გასულ წლებში ამერიკელი ასტრონომები დაინტერესდნენ, რას დაინახავდნენ თანამედროვე კაცობრიობის ყველაზე ძლიერი ტელესკოპით, თუ მას ნასა-ს საფრენ ხომალდზე დაამაგრებდნენ და გაუშვებდნენ სივრცეში ფრიად დიდ მანძილზე. მოხდა საოცრება: „ჰაბლის“ ობიექტივმა იქიდან დააფიქსირა შავი და ცივი კოსმოსის გადაღმა ზე-არსებული კაშკაშა ფრაგმენტები, ისინი – ასტროლოგიური ხომლებია, რომლებიც დავანებულია ჩვენი სფერული სამყაროს ირგვლივ. გადაშენებული ცივილიზაციების უწინდელ ლიდერთა ტექსტებით, ნებისმიერი შორეული ასეთი ციალი, ანუ ვარსკვლავები და დღეს ე.წ. „გალაქტიკები“ – მეტა-ხვრელებია, რომლებშიც დაინახავთ მე-8 ცის საზღვრებს გადაღმა მოელვარე მე-9 ცას, ოღონდ ამ ფილმს ჩაყევით ბოლომდე. განსაკუთრებით დააკვირდით ფერად უნიკალურ კადრებს მე-7 წუთიდან, ისინი – საოცრებაა! ჯერ ეს ფილმი ნახეთ, მერე ჩემს განმარტებას გაეცანით:

https://www.youtube.com/watch?v=noXf-gOTxXE

(თუ ამ ბმულზე კურსორის დაწოლით ვერსად შედიხართ, მონიშნეთ, დაიმახსოვრეთ და გადაიტანეთ YouTube-ში).

გასულ წლებში შევისწავლე ეს საკითხიც და დავწერე ვრცელი რეცენზია. ნაწილი შევიტანე პირად წიგნში სახელწოდებით „მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა“, იმ ტექსტების ზოგიერთი ვერსია კი გამოქვეყნდა რამდენიმე ქართულ და რუსულ გაზეთში. ერთ-ერთი რედაქციის შესავალი ასეთია:

„გივი ალაზნისპირელის თქმით, ‘ასტროლოგია, როგორც უძველესი საღი მეცნიერება, გასაგებია მხოლოდ ერთ შემთხვევაში, თუკი სამყაროს რეალურ აღნაგობას – ძველთა გეოცენტრიზმს გავიხსენებთ’. დაგვაინტერესა, რატომ მივიდა ასეთ დასკვნამდე, თუ დღეს სივრცის აგებულების ძველთა წარმოდგენები უკვე იგნორირებულია და საერთაშორისო სამეცნიერო დასი აღიარებს პლანეტების ჰელიოცენტრულ მოდელს. თავისი უცნაური დასკვნებით გახმაურებული ეზოთერიკოსი მწერალი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ამით უნდა დადგინდეს პლანეტა ‘ნიბირუს’ ფენომენთან დაკავშირებული სხივის ჯერაც გაურკვეველი საკითხი. ბატონ გივის სჯერა, რომ ის უახლოეს მომავალში ქართულ მიწაზე დაეშვება“.

        *       *       *

გასული საუკუნის 90-ანი წლებიდან მოყოლებული დღემდე, საზოგადოებას მოვუთხრობ შორეული წარსულის დიდ ამბავს, თუ როგორ ჩამოშავდა კოსმოსში და იგი გაცივდა, რამაც ძალზედ უარყოფითად იმოქმედა ყველაზე და ყველაფერზე. დღე არ გავა, ვიღაცამ ვიღაც არ მოკლას. ჯერ სად ხართ! გვიახლოვდება საერთაშორისო ქაოსი. საქართველოში ამზადებენ კიდევ ერთ სამოქალაქო არეულობას, რამაც, არ გამოვრიცხავ, პლანეტის მოსახლეობა იმსხვერპლოს! ვგონებ წერამ აგვიტანა. ამავე დროს სამეცნიერო წრეებს ვთავაზობ გადარჩენის თეორიას, თუმცა ადამიანს აღარ შესწევს უნარი იმისა, რომ მომისმინოს და გაიგოს, რაზეა საუბარი.

ის, თუ რამ განაპირობა საკაცობრიო ძლიერი აგრესია და ამდენი უბედურება, განმარტებულია აქვე ცალკე განთავსებული სტატიით „რატომ დაავადდა სიცოცხლე“. ითქვა, რომ ათასწლეულების განმავლობაში სამყაროში თანდათან ჩამობნელდა, რამაც ადამიანს ადამიანობა შეაზიზღა. ამჯერად აუცილებელია გავიხსენოთ, ძველი ცოდნის მიხედვით სადამდე ვრცელდება ცივი სივრცის უკუნეთი სიბნელე და რა ხდება იმის იქით... ეს ყველაფერი დღეს ცნობილი არ არის. ამიტომაც გავიჭედეთ არა მხოლოდ ეკონომიკის თვალსაზრისით. სასურველია მეცნიერებმა მომაქციონ ყურადღება, დავსხდეთ, დავილაპარაკოთ, საერთო დასკვნა დაიდოს, თარგმნონ და სასწრაფოდ გადაეგზავნოს ნასა-ს. ან არადა იცოდეთ, ყველა სახეობის ღონისძიება დაგვიანდება. შესავალი ჩავამთავრე. ახლა გავიხედოთ შავი კოსმოსის მიღმა.

პირველი ილუსტრაცია ძველთა ნახატია. სამყარო აქაც სფეროა მზით და მთვარით, ვარსკვლავები კი განფენილია სფერული სივრცის მხოლოდ გარეთა შრეზე. ეს გახლავთ თანამედროვე მეცნიერთა მიერ იუმორით იგნორირებული წინაპრების სწავლება იმის თაობაზე, თუ ადამიანი „თავს გაყოფდა“ ჩვენი სამყაროდან, მას იქით დაინახავდა ულამაზესსა და არაამქვეყნიური ფერებით გადავსებულ ყოფიერებას, მაგრამ ამას დააჯერებთ სწავლულებს?! იქ დღემდე ვერავინ გაიხედა, თუმცა XX საუკუნის დასასრულს ამერიკელთა კოსმოსურმა აპარატმა დაინახა ზე-იქაურობა. აი, ფაქტები, ქვემოთ ნახეთ, „ჰაბლით“ დაფიქსირებული ფოტოსურათებია. ბოლოს და ბოლოს, ამ კადრებით რასთან გვაქვს საქმე... შევეცდები წარმოგიდგინოთ ასტროლოგიის სრული სახე, თუ არადა ამ ფოტოების არსობრიობას ვერავინ მიხვდება.

ვიწყებ შეკითხვით, რა არის ზოდიაქოს წრე და სადამდე ვრცელდება იგი, სადაც ძველთა კოსმოგონიის მიხედვით გადაადგილდება ხილული მზე. სწავლულებმა ვარაუდის დონეზე იციან, ეს – იგივე ეკლიპტიკის სიბრტყეა (ილუსტრაცია 2). მაგრამ, თუ სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელი სინამდვილეა, როგორც ამას ცის მეცნიერები აღიარებენ, უკვე გაუგებარია, მზე როგორ დადის ეკლიპტიკის განაპირა წრეზე განლაგებულ ხომლებთან, საიდანაც თორმეტივე თვეში ჩვენი მომართულებით ასხივებს ზე-შორეულ სივრცეთა სხვადასხვა ხარისხის სინათლე. ვიმეორებ: თუ მზე თავისი რამდენიმე პლანეტით იმყოფება ჩვენი გალაქტიკის (?) ერთ-ერთი ფრთის შიდა მონაკვეთში და დანარჩენი სიბნელე უსასრულოდ ვრცელდება, როგორ ახერხებს ის მზე თვალსმიფარებულ ცათა მე-8 შრეზე განლაგებული 12 ცნობილი ხომლის სიახლოვეს გავლას? იცოდეთ, ამ მხრივაც რაღაც არ გამოდის და ასტრონომიული აზროვნება ჩიხშია, რის გამოც ცის მეცნიერთა მიერ ასტროლოგიური სწავლება იგნორირებულია. რა ხდება რეალურად...

ძველთა განმარტებით, რომელ თანავარსკვლავედსაც ახლოს ჩაუვლის მზე, იმ მონაკვეთის სიმპტომები ასხივებენ სფერული სამყაროს შიგნით, რის გამოც ჩვენს პლანეტაზე იბადებიან იმავე ხომლის ზესინათლის ანალოგიური თვისებების მქონე პაწიები; თუ კოსმოსის ჰელიოცენტრულ მოდელს ვაღიარებთ, უკვე გაურკვეველია, ჯერ ერთი, მზე ხომლთა სიახლოვეს ვეღარ ივლის, და მეორე: როგორ ვლინდება წლის ზოდია-ნიშნები. არადა, ფაქტია, მზე ახლოს არასოდეს ჩაივლის, ვთქვათ, „დრაკონის“ ან „ხარის“ ხომლთან. რა არის „ხომლი“? ვერ გაიგებთ, ჯერ ასტროლოგიის სრული მექანიზმი უნდა გაგაცნოთ.

ვითომ დავიჯერეთ, რომ ხილული მზე – გავარვარებული ობიექტია და მის წიაღში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია. დავუშვათ! ცხადია, მზის გამოსხივება დედამიწაზე მოქმედებს, რაც ასტროლოგიის მიხედვით ახალშობილთა თანდაყოლილ თვისებებს განაპირობებს. ნახეთ, რაოდენ გაუგებრობასთან აღმოვჩნდით: განა რომელი ღმერთი წარმართავს მზეზე მიმდინარე რეაქციას ისე, ყოველ 12-თვეში და 12-წელიწადში ერთხელ მისი გამოსხივების ხარისხი ზუსტად განმეორდეს და დედამიწაზე შობილ ბალღებზე იმოქმედოს ერთნაირად, და ეს გრძელდება დიდი ეპოქების განმავლობაში. გჯერათ?! ასე როგორ „მოილაპარაკეს“ მზიდან გამოსროლილმა ფოტონებმა, რომ ნებისმიერ 12 თვეში და 12 წელიწადში ერთხელ, ერთი და იგივე ციკლი იმეორონ ზუსტად ერთნაირი ხასიათებით, არ უნდა შეეშალოთ, რამეთუ ის ჩვენი პლანეტის მოსახლეობაზე ზემოქმედებს. ანდა...

თუ ჩვენს ხასიათებს ხილულ მზეზე მიმდინარე თერმობირთვული რეაქცია განაპირობებს, რა საერთო აქვს ამასთან ძველი ცოდნით მე-8 ცაზე განლაგებულ ვარსკვლავებს? აი, სად ასცდა ერთიმეორეს კაცობრიობის ძველ-ეზოთერული და ახალი ცოდნა. ამრიგად, სამყაროს ამჟამად დადგენილი სურათი და უძველესი ასტროლოგია აბსოლუტურად შეუთავსებელია, ისინი ერთმანეთს გამორიცხავენ. პირადად ძველთა აზროვნებისა უფრო მჯერა, ლოგიკურია, საღ მსჯელობას ეფუძნება და მდიდარ ცნობიერებას აკმაყოფილებს. აწი ეს მითოლოგიური თემა უნდა განვავრცო, რითაც ხომლთა, ჯერჯერობით – იგივე „თანავარსკვლავედთა“ ნამდვილ სახეს გაიაზრებთ და ასტროლოგიის სრულ მექანიზმს შეიმეცნებთ.

ხშირად მეკითხებიან – კი მაგრამ, XXI საუკუნის მოსახლეობა მითოლოგიას ენდოს? – ცდებით! თუ მზეს ცალკე სისტემა აქვს და ნებისმიერი ვარსკვლავიც გავარვარებული თვითმნათი ობიექტია, დედამიწის ყოველი მონაკვეთიდან ისინი უნდა მოჩანდეს ერთი და იგივე ოდენობით. მაგრამ, ეს ჩემი თანდასწრებით გადამოწმდა ოთხი კონტინენტის 23 სახელმწიფოდან და ასე არ ყოფილა, ამაზე ერთ-ერთი პოსტით ვთქვი, აქვეა საკითხი სახელწოდებით „საით იცქირებიან ვარსკვლავები“, რაც თავდაყირა აყენებს მსოფლიოს სამეცნიერო მსოფლმხედველობას. ცის სპეციალისტებმა სასწრაფოდ უნდა აღადგინონ სამყაროს ანტიკური მოდელი, წინააღმდეგ შემთხვევაში დღეის სწავლულთა ნებისმიერი დარგი ჩიხშია! ახლა ვნახოთ, ასტროლოგიის მხრივ რა ხდება სინამდვილეში:

ვიცით, მზე არასოდეს უახლოვდება, მაგალითად, „კატა-კურდღელის“ თანავარსკვლავედს. მაშ, თვის ზოდია-ნიშნების 12 ცნობილი ხომლის გარდა, რატომ მოქმედებს დედამიწაზე სხვა 12 თანავარსკვლავედის გამოსხივება. ესეც ხომ რეალობაა, პარალელურად ვიცით წლის 12 ნიშანი, რომელთა სიახლოვეს, ასტროლოგებს ჰკითხეთ, მზე არასოდეს გაივლის. გიფიქრიათ ამაზე?! და რა განაპირობებს ამას? ესაა მთავარი! ასტროლოგია და ნამდვილი ასტრონომია გასაგებია მხოლოდ გეოცენტრიზმის პირობებში, ოღონდ სამყაროს ჰელიოცენტრული მოდელის იგნორირებისკენ გვიბიძგებს, რაც თანამედროვე ასტროფიზიკას დააზიანებს. ვერც ფიზიკოსებს დაარწმუნებთ, რომ ახალ ჯანმრთელ ფიზიკას შექმნიან ერთ შემთხვევაში: ჯერ გეოცენტრიზმი უნდა აღადგინონ და აღიარონ, მაშინ გაირკვევა სამყაროს ათვლის ნულოვანი ეპიცენტრის არსებობა, მისი ადგილმდებარეობა, და ყველაფერს მიხვდებიან. რაც შეეხება გარეთა მზეს, ის – მართლა ერთგვარი ხვრელია, თუმცა ვარსკვლავებთან შედარებით გვაწვდის მდაბიო შუქს, რის გამოც, ჩვენი უწინდელების თქმით, ადამიანის სიცოცხლისა და აზროვნების პოტენციის ასამაღლებლად არ ვარგაო. ამას აღიარებს ძველინდუსთა ლიტერატურაც. უზენაესის სწავლებით... (წიგნიდან „შრიმად-ბჰაგავატამი“. 2-3-17): „როგორც ამოსვლით, ასევე ჩასვლით, მზე სიცოცხლის ხანგრძლივობას უმოკლებს ყველას“. ამავე დროს იმდენად დასუსტდა კაცობრიობის საღი ცოდნა, დღეს ხილულ მზეს ეთაყვანებიან მსოფლიოს ეზოთერული წრეების წარმომადგენლებიც კი, ყოველ დილით მის ამოსვლას გასცქერიან და, ერთი არავინ გამოჩნდა მათთვის ერჩია, რომ ესაა სერიოზული შეცდომა. მაგალითად...

ამას წინათ, ვირტუალური ქსელის დახმარებით გავწევრიანდი შოტლანდიის ერთ-ერთ ეზოთერულ საზოგადოებაში და ეს ყველაფერი ინგლისური ტექსტებით შევატყობინე. რას ფიქრობთ, რამდენად გაიაზრეს და რა მოხდა ამის შედეგად? ცოტა ხანში მათი წრეების სიიდან ამომშალეს (!). რამდენჯერ მითქვამს, აზროვნების ქაოსში ვართ და საღი ცნობიერების მხრივ ვეცემით. ასეა თუ ისე, ხილული მზის ხვრელი ყველა შემთხვევაში გადაადგილდება ზოდიაქოს სიბრტყის, ე.ი. ეკლიპტიკის გარეთა წრესთან, ხოლო მის იქით იწყება უზენაესი სივრცე, ზე-დრო და ჩვენთვის უცხო განზომილება. ძველების ცოდნით იქ დალივლივებენ ზე-პლანეტები, სადაც დავანებულია უაღრესად განვითარებული ცივილიზაციები.

რაზეა დამოკიდებული ასტროლოგიის წლის ნიშნები? – სამყაროს აქეთა პოლუსზე. ალბათ ვერ გაიგეთ... იძულებული ვარ გავიმეორო ერთ-ერთი სტატიის ფრაგმენტი: ის მზე, რომელსაც ვხედავთ და განაპირობებს თვეთა ზოდია-ნიშნებს, ყოფილა მთელი შავი კოსმიური სფეროს იქითა პოლუსი, აქეთა პოლუსი კი ჩაკარგულია დედამიწის შიგნით და ესეც კაშკაშებს. მკითხველმა მაპატიოს, ძველეგვიპტური ფრესკების ერთი რეპროდუქცია უნდა შეგახსენოთ (ილუსტრაცია 3), მასზე აღბეჭდილია ქვემო, დაფარული მზეჲ. მაგრამ, ვინაიდან ამის ცოდნა უწინ აიკრძალა, ადამიანს წლის ზოდია-ნიშნების მიზეზი მიავიწყდა. რა და რატომ აიკრძალა? ჩვენი პლანეტის შიდა გაცისკროვნებული ადგილი და იქიდან ხმელეთზე ამოსასვლელი კარიბჭე ყველა ეპოქაში წარმოადგენდა წმიდათაწმიდა ტაბუს, რის გამოც ისტორიის ლიდერებმა ამ საიდუმლოს განუწესეს ორმოცსაუკუნოვანი დუმილი სახელწოდებით „ინანა“. მაგრამ, ტექსტებით დაგვიბარეს, მის რაობასა და დაბლითა ადგილმდებარეობას წუთისოფლის ბოლოს მიხვდებითო! ეს არის ლაზარეს აღდგინება. განა რა სახის წმიდა ციალს წარმოადგენს სამყაროს აქეთა პოლუსი, რომ შუმერთა, ძველინდუსთა, ბაბილონელთა, აქადელთა, ხეთების, ამაზონელთა, მაიას ტომისა და, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ყველა უძველეს ტომთა უზენაესს ღვთაებას წარმოადგენდა!

ალბათ მაინც გაუგებარია, რა როლს თამაშობს ამ მხრივ მიწისქვეშა მზე. ახლა, რა ხდება: გარეთა მზე ერთ წრეს აკეთებს წელიწადში ზოდიაქოს წრეზე და ამას იმეორებს ათასწლეულების განმავლობაში, შეუჩერებლივ. ამ პერიოდში იგი მხოლოდ 12 ცნობილ თანავარსკვლავედს ჩაუვლის და იქიდან დედამიწის მომართულებით შემოდის ისეთი ხარისხის ზესინათლე, როგორიც ამ 12-დან ამა თუ იმ ხომლს ახასიათებს. აი, რატომ მეორდება ყოველ წელიწადში ერთხელ თვეთა ასტროლოგიური ციკლი, ხალხი ხასიათებითაც ამიტომ ჰგავს ერთიმეორეს. ბიბლიაში მოცემულია ცოდნა იმისა, რომ სამყაროს იქით არსებული განათებული სივრცეები თავისი ხარისხით განსხვავდებიან. მაგალითი: „ახალი აღთქმით“ მოციქულები გვასწავლიან: „ვარსკულავნიცა განირჩევიან დიდებითა მათითა“ (იხ. „I კორინთელთა“, 15-41). ანდა, უღრუბლო ამინდში ღამის ცას ახედეთ და მოკაშკაშე ზე-ხვრელებს ააკვირდით, ზოგი ყვითელია, ზოგი მოცისფრო, მოწითალო, ზეთეთრი... ჰოდა, რომელ მონაკვეთსაც ახლოს ჩაუვლის ხილული მზე, ბავშვებიც ისეთები იბადებიან დედამიწაზე. ვინც ამას უარყოფს, ეს მისი პრობლემაა, სხვანაირი ასტროლოგია არ ვიცი. ეს რაც შეეხება თვეების ზოდია-ნიშნებს.

ამჯერად მთავარია, რატომ გავიხსენე დაბლითა მზის ფენომენი: ამით უნდა გავიაზროთ, რაზეა დამოკიდებული წლის ზოდია-ნიშნების ხასიათები. თუ დღეს აღიარებული კალენდრით, ვთქვათ, თებერვლის თვე მთავრდება და ხილული მზე თანდათან გადადის „თევზების“ ზოდია-სახლში, პარალელურად რატომ მოქმედებს ჩვენში ასტროლოგიური წლის ნიშნები, რომელთა გამოვლინების რეალური მექანიზმი უცნობია. დააკვირდით: როცა „ხარის“ წელია და თორმეტივე თვის განმავლობაში ჩვენს პლანეტაზე დავანებულია „მიწის“ ხასიათები, როგორ იბადება „ჰაერის“ ხალხი თებერვალში, ივნისში ან ოქტომბერში ისე, მათში თან ნამდვილი ჰაერის თვისებები გამოვლინდეს, თანაც „ხარის“ – მიწის ტენდენციები შეერიოთ. თურმე რასთან გვაქვს საქმე, ამიტომ გავიხსენე გეოცენტრიზმი და საქართველოს მიწისქვეშეთი:

ძველთა ეზოთერული ცოდნით, ზოდიაქოს თვის ხასიათებს განაპირობებს ხილული მზის „ხვრელიდან“, ანუ სამყაროს იქითა პოლუსიდან შემოჭრილი იმ ხარისხის ველი, რომელ ხომლსაც ახლოს ჩაუვლის იქითა მზე. მაგრამ ასტროლოგიური წლების ნიშნებს და ხასიათებს აწესრიგებს მეორე მზის, მიწისქვეშეთში ჩაარსებული დაფარული მზის ზე-ხვრელიდან ხმელეთზე ამოფენილი იმ ხარისხის ველი, სადაც დედამიწა გაივლის და რომელი ხომლიდან როგორი ინფორმაციული ველიც შემოვა ჩვენს პლანეტაში! გასაგებად ვთქვი? ვინაიდან ამ მხრივ საქმე გვაქვს უწინდელ საკრალურ ცოდნასთან, ამიტომ ვუწოდე ჩემს ახალ წიგნს „ეზოთერული ასტროლოგია“, მალე დავასრულებ. საქმე ეხება დედამიწის შიგნით ოდესღაც ჩარჩენილ უძლიერეს გამოსხივებას, რომელიც მზესავით ზე-ანათებსო (ეს საკითხი შედარებით ვრცლად განვიხილე ამავე საიტზე განთავსებული პოსტით, გაეცანით თემას „ძლიერი მიწისძვრების რეალური მიზეზი“).

გონიერი მკითხველიც დაიბნევა, ერთ შემთხვევაში ვაღიარებ გეოცენტრულ მოდელს, რომ დედამიწა სამყაროს უძრავი ობიექტია, პარალელურად ვამბობ, გადაადგილდება ჩვენი პლანეტაც და სხვადასხვა 12 თანავარსკვლავედს ჩაუვლის?! განვმარტავ: როდესაც საუბარია სამყაროს გეოცენტრულ სისტემაზე, ივარაუდება დედამიწის ყველაზე მდორე მოძრაობა დანარჩენ ციურ სხეულებთან – ხილულ მზესთან და პლანეტებთან მიმართებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, თვით დედამიწა არსად მიდის. ამის თქმა, და ჩათვალეთ, კოსმოსის გეოცენტრული მოდელი უარყოფილია. სივრცეში მილივლივებს ჩვენი პლანეტაც და ერთ წრეს აკეთებს თავის სავალ გზაზე ყოველ 12-წელიწადში ერთხელ. ეს განაპირობებს წლების 12 ზოდია-ნიშნის ჩვენზე ზემოქმედებას.

ნახაზს გადახედეთ (ილუსტრაცია 4), ეს გახლავთ სფერული სამყაროს ზერელე სახე, რომლის გარეკანზე მიხატულია გარეთა მზე (დიდი თეთრი რკალი მოძებნეთ) და ხომლები, დედამიწა კი ამ უკუნეთის შიგნითაა, აქ არ მოჩანს. რადგან მსურდა ხილული მზის „ხვრელის“ კონტურის წარმოდგენა, რათა ადვილად გაიაზროთ სამყარო როგორც სფერო, ეს ილუსტრაცია გიჩვენეთ ჯერ ნეგატივის სახით: გარედან შავია, შიგნით განათებულია. მაგრამ, ვინაიდან დღეს პირიქითაა და გვესაჭიროება სამყაროს რეალური სურათი, მისი უკეთ აღქმის მიზნით ამავე ნახატს ამჯერად წარმოგიდგენთ პოზიტივში, ანუ როგორც ეს სინამდვილეშია. შეხედეთ (ილუსტრაცია 5), სფერული სივრცე გარედან პლაზმით თეთრია მასში ჩავანებული უკუნეთი სიბნელით. ხომლებად დაწყობილ ვარსკვლავებში ჩაიხედეთ, შიგნით სიბნელეა. ვისაც არ სჯერა, ღამით ახედოს დიდ ღამეს, რაოდენ ამოვსებულია წყვდიადით მთელი სამყარო ვარს-კვლა-ვე-ბა-მდე! ამჯერად მე-6 ნახაზს გახედეთ, სადაც მზე და ვარსკვლავებიც მოვაცილე და ჩანს მხოლოდ ორი სიბრტყე: ერთ-ერთი, ჰორიზონტალური – ისაა გარეთა მზის სავალი გზა, ეკლიპტიკა, იგივე ზოდიაქოს წრე, ხოლო ოდნავ დახრილი სიბრტყე ცის ეკვატორია, სადაც ყველაზე დინჯად მოძრაობს დედამიწა.

ეკლიპტიკის წრის სრულ შემოვლას გარეთა მზე ანდომებს ერთ წელიწადს და გაივლის ოდითგან ცნობილი 88 თანავარსკვლავედიდან (სინამდვილეში მეტია) მხოლოდ 12 ხომლის სიახლოვეს; დედამიწაც გადაადგილდება ბნელ სივრცეში და გაივლის 88-დან მხოლოდ იმ 12 ცნობილ ხომლს, რომლებსაც ასტროლოგია წარმოგვიდგენს წელთა ზოდია-ნიშნების სახით. ამრიგად, ჩვენი პლანეტა დაახლოებით 12-ჯერ ნელა გადაადგილდება სივრცეში, ვიდრე – ხილული მზის „ხვრელი“. ამან განაპირობა ის, რომ მზეს და პლანეტებს ევლოთ დედამიწის ირგვლივ, რასაც ძველი ცოდნა აღიარებს, დღეს კი ამის გაგონება არ სურთ სწავლულებს. კი ბატონო, ვნახოთ, როგორ შექმნიან ახალ ფიზიკას.

აქ საჭიროა ერთი განმარტება, თორემ სწავლულები დააფიქსირებენ ჩემს მიერ დაშვებულ „ლაფსუსს“. რას ეხება ეს... ვინც ასტრონომია იცის, შემომიტევს: თუ ეს ორი გრანდიოზული რკალი ორ ადგილზე ერთმანეთს უახლოვდება, ერთ მომენტში მზე და დედამიწა ნამეტანი დაუახლოვდებიან ერთმანეთს... – არა! სფერული სამყარო ბრუნავს დამოკლებული ციკლოიდის პრინციპით თავისი დიდი პროტონის – დედამიწის გარშემო, რაც დღეს არ არის ცნობილი, მაგრამ ამას მცირე პოსტის ფორმატით ვერ ჩამოვაყალიბებ. მოკლედ ვიტყვი აი, რას: ვინაიდან ჩვენი პლანეტის ვირტუალური ბირთვი მისსავე ცენტრში არ არის და განზეა, დედამიწის სრული მასა თვითონაც დამოკლებული ციკლოიდის პრინციპით ტრიალებს მასშივე დავანებული, სამყაროს ათვლის ნულოვანი ეპიცენტრის მიმართ, რასაც ძველად ეგვიპტეში უწოდეს „რა“. ამის გამო ამ პლანეტის დასავლეთ ნახევარსფერო უფრო დიდ წრეს აკეთებს რადიუსით, ვიდრე – აღმოსავლეთ ნახევარსფერო. ეს იწვევს ოკეანეთა მიქცევ-მოქცევას და მსოფლიო წყლებს აიძულებს ფსკერიდან ოდნავ მიმოწევისკენ, ინერციის კანონია, რაც მეცნიერებმა დააბრალეს მთვარის მიზიდულობას. იცით რამხელა შეცდომაა ეს?! თუმცა, აუცილებელია ამის დამაჯერებელი ფაქტი. რა პრობლემაა:

სწავლულთა წრეებში ცნობილია, და ეს მაინც როგორ გამორჩათ მხედველობიდან, რომ დედამიწისა და მთვარის ურთიერთშემოქნევის სიმძიმის ცენტრი განთავსებულია ჩვენი პლანეტის შიგნით დაახლოებით 1200 კმ სიღრმეში ან მეტია! აი, ფაქტი! ანუ, ეს ის ადგილია, სადაც დღეს ამ პლანეტის რადონის გამოსხივება – ეგვიპტური „რა-მზე“ დავანებულა და წარმოადგენს სამყაროს ათვლის ნულოვან ცენტრს. აქ ადგილი აქვს სხვა გაუგებრობას: თუ სპეციალისტები აღიარებენ, რომ სიმძიმის ეს წერტილი დედამიწის შიგნითაა, რის ირგვლივაც მოძრაობს მთვარე, ამ შემთხვევაში ჩვენი პლანეტის სადღეღამისო პოლუსები და მათზე გამავალი წარმოსახვითი ღერძი აღარ იქნება იქ, როგორც ამას გვასწავლიან, და ვართ ასეთ გაუგებრობაში. ამიტომ ასცდა ერთმანეთს მეცნიერთა ცნობიერებაში დედამიწის მაგნიტური და სადღეღამისო პოლუსები. ეს ადასტურებს მათი აზროვნების ქაოსს, არადა წმიდა წერილით ესეც ნაწინასწარმეტყველებია.

ალბათ ნებისმიერი გონიერი მკითხველი მკითხავდა: თუ სამყაროს ირგვლივ 88 ხომლი დავანებულა და რიგრიგობით ასხივებენ დედამიწისკენ, რატომ არ იბადებიან ასტროლოგიით „გედები“, „დათვები“..., რატომ არ ვლინდება ხალხში მათი ხასიათებიც? ასეთი რამ არ ხდება იმიტომ, არც ხილული მზე დადის სხვა-დანარჩენ ხომლთა სიახლოვეს, არც – დედამიწა, საიდანაც განსხვავებული თვისებები უნდა შემოსხივებულიყო ჩვენი პლანეტისკენ.

ვთქვათ და მეცნიერებმა ცნეს სამყაროს გეოცენტრული მოდელი. სად მიგვიყვანს ეს... – სივრცის აღნაგობის ჭეშმარიტებასთან. ასტრონომები ასკვნიან: „გეოცენტრიზმის აღიარება დაუშვებელია იმიტომ, თუ მართლა მზე გადაადგილდება ჩვენს ირგვლივ, ადამიანის ხედვის უნარიდან გამომდინარე არავითარ შემთხვევაში არ უნდა იცვლებოდეს მანძილი ვარსკვლავთა შორის და დროის ნებისმიერ მონაკვეთში დედამიწიდან უნდა დაფიქსირდეს მათი ერთი და იგივე წყობა“. არადა იცვლება! თუმცა, ასტროფიზიკოსები ცდებიან იმიტომ, კარგად არ იციან გეოცენტრიზმის საფუძვლები და მიიჩნიეს, თითქოს უწინდელების თქმით დედამიწა სფერული სივრცის აბსოლუტურად უძრავი ობიექტია. ასე არ არის. სივრცეში გადაადგილდება დედამიწაც. აი, რატომ „იცვლება“ მანძილი ვარსკვლავთა შორის, რასაც ადამიანის თვალი აფიქსირებს.

ბოლოს და ბოლოს, რა არის „ხომლი“ და რა გვასხივებს იქიდან? ნახეთ, საით ვითარდება თანამედროვე ასტრონომია: სამიოდე წლით უკან ნაცნობმა შინ მომიტანა ინტერნეტიდან ამოწერილი გიგაბაიტნახევრიანი ფაილი და კომპუტერით მიჩვენა. ეს გახლდათ „სტოპ“ კადრებით აკინძული საათნახევრიანი ულამაზესი ანიმაციური პანორამა, რამაც ფერად სიზმარში ნანახი არაამქვეყნიური ყოფიერება გამახსენა. რას წარმოადგენს ეს დიაფილმი... აღმოჩნდა, როდესაც დედამიწიდან კოსმოსში გატანილი ამერიკული ტელესკოპი „ჰაბლით“ აფიქსირებდნენ ძალზედ შორეულ მანძილებს, მისი ობიექტივი გასწვდა ჩვენი სფერული სამყაროს საზღვართან მიმოფანტულ რამდენიმე სიკაშკაშეს, ფოტოები აქვეა, რომლებსაც ასტროფიზიკოსთა მიერ რეალური ახსნა ვერ დაეძებნა, გარდა იმისა, მათ უწოდეს „გალაქტიკები“. როგორც ირკვევა, ნასა-ს სპეციალისტებმა მოგვიანებით ინტერნეტით გაავრცელეს ეს კადრები, რითაც ჩაბნელებული სამყაროს საზღვრებს გარეთ ოდესღაც ჩარჩენილი ზეციალის ამსახველი ეპიზოდები წარუდგინეს მსოფლიოს. თან აინტერესებთ, ვინ როგორი მოსაზრებისაა ამის თაობაზე და, როგორც ხდება-ხოლმე, ალბათ თავის ხალხს დაავალეს, ეს ფოტოები სხვადასხვა სახელმწიფოში გვაჩვენონ მათივე აზრით „მოსულელო“ ტიპებს ერთი საერთო დასკვნის ჩამოყალიბების მიზნით. ვგონებ თვითონაც არ იციან, რა სახის სინათლის ეპიზოდები უნდა გამოჩენილიყო „ჰაბლის“ ტელესკოპით. ჰოდა, ერთ დღეს მოვიდნენ ჩემთანაც, რა არისო.

როცა ეს ფილმი დაიწყო (ბმული ამ სტატიის თავშია), პანორამების ხარისხიდან გამომდინარე გეგონებოდათ, თითქოს შორეული კოსმოსი გადაღებულია კინოკამერით. მაგრამ მალევე მივხვდი, ეს ასე არ არის და საქმე გვაქვს უამრავი „სტოპ“ კადრების სერიულ გადათვალიერებასთან მარცხნიდან მარჯვნივ ან – პირიქით. კოსმიური წყვდიადი რომ აგებულია თითო-თითო კადრით, ამას ადვილად მიხვდებოდით თქვენც, საათ-ნახევრის განმავლობაში მონიტორზე ვერ შევნიშნე არც ერთი მოციმციმე ვარსკვლავი, ისინი უწყვეტად ანთია, ე.ი. კადრებს აკლია დინამიკა, არადა წესით ნებისმიერი მათგანი უნდა ციმციმებდეს. შევნიშნე ისიც, ზესინათლის ეს უცნაური ფრაგმენტები სპირალისებრ არ ბრუნავენ, როგორც ეს ვარსკვლავთა მეტახვრელებს სჩვევიათ. მკითხეს, აბა, რასთან გვაქვს საქმე?! არც მეტი, არც ნაკლები, – გასული ეპოქების მოძღვართა მიერ აღწერილ მე-9 ცასთან! (იხ. ილუსტრაცია 1), და დავადგინე, როგორც იქნა, ადამიანის მოდგმამ დაინახა სფერული სივრცის მიღმა არსებული გაკაშკაშებული ზე-არეალის ფრაგმენტები. ეს კი ნიშნავს, ძველთა კოსმოგონიური ცოდნა მართლდება და ამით იღვიძებს გეოცენტრიზმი. ამ ფილმის ცქერისას გამიჩნდა სხვა ეჭვი, ნასა-ს წარმომადგენლებმა რატომ არ გადაიღეს ცის თაღი კინოკამერით, არა აქვთ?! თუ ისინი წინდაწინ ფოტოკამერას ამაგრებდნენ საფრენ აპარატზე, რა პრობლემა იყო იქვე დაემონტაჟებინათ მძლავრი ციფრული კინოკამერა.

ასეთ დასკვნამდე მივედი: არც გამოვრიცხავ ეს ფოტომასალა დაფიქსირებულია კინოკამერით, მაგრამ მეცნიერებს არ აწყობთ რეალური კადრების გავრცელება. რატომ... თუ ცამრგვალი გადაიღეს კინოკამერით, ფილმის დემონსტრირებისას სპეციალისტები შენიშნავდნენ იმ ზესინათლეთა საზღვრებისა და ფორმების უფრო აჩქარებულ ცვლილებებს, ვიდრე წარმოუდგენიათ, რაც სასტიკად ეწინააღმდეგება სწავლულთა დასკვნებს. კერძოდ, დღეს აღიარებული მათი თეორიების თანახმად, „ყოველი ასეთი შორეული ზეციალი – გავარვარებული გაზია, ერთგვაროვანი გალაქტიკები, რომლებშიც განთავსებულია მილიარდობით ვარსკვლავები და მზეები“! აქედან გამომდინარე, თუ მართლა კინოკამერით დააფიქსირეს ეს ეპიზოდები და ფილმის დემონსტრირებისას მანძილი იმ სინათლის ბურთულებს შორის თვალით შესამჩნევად იცვლება, გამოდის, ასტროფიზიკოსების მიერ აღიარებულ ცოდნას ემუქრება სერიოზული ბზარი, ამ ყველაფერს კი ერთბაშად ვერ მოუძებნიან ლოგიკურ ახსნას. ამიტომ გავრცელდა არა ნამდვილი ფილმი, არამედ „სტოპ“ კადრებით შეკოწიწებული მონტაჟი, ოღონდ – პანორამების სახით, რაც ილუზიას უქმნის მაყურებელს, თითქოს შორეულ სივრცეს მოძრავი კადრებით ათვალიერებდეს.

დახედეთ მე-7 ილუსტრაციას, ის არ ბრუნავს. ცის მეცნიერებისთვის დღემდე გაუგებარია შემდეგი ფოტოგამოსახულების რეალური არსობრიობაც (ილუსტრაცია 8), რომელიც ბრუნავს და მას უწოდეს „გალაქტიკა“. იგი ფრიად ნელა ტრიალებსო და პირად არეალში წარმოშობს უამრავ ვარსკვლავებსა და მზეებს. ასე სჯერათ მეცნიერებს? კი ბატონო, მოვრჩეთ უაზრო კამათს! სინამდვილეში არანაირი „გალაქტიკა“ ჩვენს სამყაროში არ არის, ასეთი რამ ლოგიკურად ვერ თავსდება საღი აზროვნების ფარგლებში. ოღონდ, მე კი არ უარვყოფ ამას... საღად დააკვირდით: თუ გალაქტიკები განფენილია ჩვენსავე სამყაროში, ამ შემთხვევაში ნებისმიერი ელემენტარული ნაწილაკის აღნაგობა იქნებოდა სხვანაირი; თუ ამას დავიჯერებთ, გალაქტიკები ამ სამყაროს იქითაა და დედამიწიდან მათი სრული სხეულები მოჩანს, მაშინ, ვიდრე „ჰაბლის“ ობიექტივი მეგაშორეულ სპირალებს დააფიქსირებდეს როგორც „გალაქტიკებს“, კადრში ჯერ ჩვენი სამყაროს ირგვლივ დავანებული პლაზმა უნდა გამოჩნდეს, რომლის ფოტოფაქტებიც არ აქვთ, შეუძლებელია, ვერ დააფიქსირებენ ამას. უძველეს კოსმოგონთა ლოგიკური და დამაჯერებელი სწავლებით კი სამყარო – ბნელი და ცივი სფეროა, რის ირგვლივაც დავანებულია ოდენობით სამჯერ მეტი ზესინათლე, ისაა მე-9 ცა, რის კადრებსაც ახლა დაათვალიერებთ. ანიმაციური ტელეკადრებით რომ გვასულელებენ, თითქოს კოსმიურმა ხომალდმა „მზეს შემოუარა“, არ დაიჯეროთ, სერიოზული ნონსენსია! დღესაც არ იციან, რას წარმოადგენს მზე.

ალბათ მკითხავდით, აბა რა არის მე-8 სურათით წარმოდგენილი ხვია?! ძველი ცოდნით ეს გახლავთ დედამიწასთან შედარებით ახლოს მდებარე ერთ-ერთი ვარსკვლავი. ნებისმიერი მათგანი ბრუნავს სპირალისებრ, რომლის ზე-ხვრელშიც შემოდის სამყაროს ირგვლივ დავანებული პლაზმის უამრავი მრგვალი ზე-ნამცეცი სფერული ელვების სახით, სწავლულებს კი „მზეები“ ჰგონიათ. შემდეგ ისინი ცივდება და „ცის ნაგავის“ სახელით წვრილ მეტეორებად ან მსხვილ ასტეროიდებად დაფრინავენ კოსმოსში. თუ მათ ჩვენი პლანეტის გრავიტაციის არემდე შემოაღწიეს, რომელიმე ოკეანეში, ზღვაში ან მთებში ცვივა, მაგრამ პატარებია და დედამიწას ვერ სპობენ. დანარჩენ შემთხვევაში ასტეროიდების წარმოჩენის რეალური მიზეზები უცნობია და არავინ იცის, როგორ უნდა წარმოშობილიყო ღია სივრცეში დიდრონი ლოდები. თუ არადა, ისინი დედამიწიდან „აცვივდნენ“ შორეულ კოსმოსში?! ამის აღიარება და, ჩათვალეთ, ჩვენს პლანეტას მიზიდულობის უნარი არ ჰქონია. ახლა ვნახოთ, როდის დაწყებულა აზროვნების ქაოსი...

ძველბერძენთა თქმით, „ასტეროიდები – ვარსკვლავების სახეებია“ (იხ. „უცხო სიტყვათა ლექსიკონი“), მაგრამ ესეც ტყუილია, დღეის მეცნიერებმა კი მათ უწოდეს „მცირე პლანეტები“. მოკლედ, რა რას წარმოადგენს და ასტეროიდი ცხელი ვარსკვლავია თუ ცივი პლანეტა, ვერც ამას დაადგენთ წესიერად. აი, რა დაგვმართა „კალი-ჲუგას“ სულიერების დაღმავალმა გზამ. ვიმეორებ: თუკი ასტეროიდი ჩამქრალი ცივი მატერიაა, პატარა პლანეტა, ტელესკოპებით როგორ დაინახეს „გავარვარებული აპოფიზი“, რასაც, ცის მეცნიერთა განმარტებით, ჯერ „ასტეროიდი“ უწოდეს, შემდეგ – „პლანეტა იქსი“, მერე თქვეს, ცის კაბადონზე მისი სახით ახალი მზე გამოჩნდაო. აი, ქაოსური შემეცნების მშვენიერი ფაქტი. დღეს ყველა თავისას ამტკიცებს. ამათ ვენდო?! მე იმიტომ მჯერა ძველი რელიგიური ხელნაწერებსა, ისინი განვლილ ეპოქაში იქმნებოდა პირადად უზენაესი ღმერთის კარნახით, გამოცხადებით ასწავლიდა კაცობრიობის ლიდერებს.

დახეთ, რა ხდება: ასტრონომთა უმრავლესობა ამტკიცებს, რომ ჩვენი პლანეტა 4.500.000.000 წლისაა. სწავლულთა მეორე ჯგუფი კი გვიდასტურებს, „დედამიწის გრავიტაციული ველის დიამეტრიდან გამომდინარე, ეს პლანეტა სულ რაღაც 10.000 წლისაა“! აი, გეოცენტრიზმის იგნორირებით როგორ წვალობს მეცნიერული დასი. მათი აზროვნების შეუთავსებლობის შემდეგი ფაქტი ასეთია: ტელეკომპანია „დისქოვერის“ არხზე სიცოცხლის წარმოშობის შესახებ ისაუბრა თოთხმეტმა ცნობილმა ასტროფიზიკოსმა. ყოველი მათგანი ურთიერთგამომრიცხავ ვარაუდს აყალიბებდა, თუ რით დაიწყო ყველაფერი. იბადება შეკითხვა, როგორ შეიძლება ერთი სამყარო გაჩენილიყო 14 სხვადასხვა ვარიანტით, ეს ხომ სასაცილო აბსურდია! დავუშვათ, ერთ-ერთი მათგანის მოსაზრება როგორღაც სიმართლეა, დანარჩენი ცამეტი ხომ ცდება. მაშ, რატომ ვენდო მეთოთხმეტეს?! და თუ ყველა ამათგანი სწორს ამბობს, ეს იმას მაგონებს, მივაგნოთ ერთი ბალღის 14 ნამდვილ დედას. ასეა?! სხვათაშორის, ასეთი აბდალი ვერსიების რაოდენობამ კიდევ მოიმატა ბოლო წლებში და ამჯერად გვაქვს სამყაროს წარმოშობის 23 სხვადასხვა მოდელი! მოკლედ...

ფრაზა ძველინდური წიგნიდან „სიცოცხლე მოდის სიცოცხლისგან“ (ქართული გამოცემის გვ. 51): „მეცნიერთა ყოველი გათვლა და დასკვნა მცდარია“! რაც შეეხება „ახალი აღთქმის“ სწავლებას, „მე-2 ტიმოთეს“ ტექსტში წერია (3-7): „ერთთავად რომ სწავლობენ და ვერასგზით ვერ აღწევენ ჭეშმარიტების შემეცნებას“. გია დვალს წააკითხეთ, უაზროდ გაპიარებულ ფიზიკოსს. ბევრი კი დაისწავლა, ზეპირად იცის ფიზიკის საგანი, მაგრამ ისიც აზროვნების ჩიხშია, აზრზე ვერ მოდის, რომ გზასაცდენილი კვლევის მსხვერპლია და თავისი პიროვნება ჰგონია „ფუნდამენტალური მეცნიერების“ წარმომადგენელი. მე თუ მკითხავდით, გია დვალი არის გენიალური ფიზიკადმცოდნე, და არა ფიზიკოსი. წლებია მის ლექციებს ვესწრები და შევამჩნიე, როცა ის საუბრობს, აუდიტორიაში ყოველთვის გროვდება უარყოფითი ველი. თვითონ არ არის უარყოფითი ადამიანი, ძალიან ნაკითხი, თავაზიანი და წესიერი ახალგაზრდაა, თუმცა გონება შეყო საერთაშორისო კვლევის ისეთ აბსურდულ სფეროში, ფაქტობრივად, იგი ეძებს არაფერს. ამიტომ ვერ დადასტურდა მისი კერძო მოსაზრებები ცერნის ლაბორატორიაში, ვერც დადასტურდება. ბატონი დვალი დიდი აზროვნებისთვის ჯერ ბალღია.

გია დვალის ბოლო საუბარი, სადაც დავესწარი, შედგა თბილისში, ფიზიკის ინსტიტუტში... ერთი იქაურობა გენახათ, დარბაზში დაივანა „შავმა ხვრელმა“. დანარჩენების სახეებს ვაკვირდებოდი, მისი კოლეგებით გადავსებულ აუდიტორიაში თითქმის ყველა სანახევროდ თვლემდა. საქმე იქამდე მივიდა, წამოდგომა მსურდა და მეყვირა – ხალხო! რას უსმენთ!!! – მაგრამ ალბათ ნებისყოფა მეყო და სიმშვიდეს მოვუხმე. შინ რომ მივედი, გაუკუღმართებულ ცხოვრებაზე ბრაზმორეულმა, ისევ ინდურ რელიგიასთან დაკავშირებული ერთ-ერთი გამოცემა გადმოვიღე და ნახეთ, რა წერია: „მეცნიერება დაფუძნებულია არასწორ თეორიაზე. მათი ყოველი გამოთვლა და დასკვნა მცდარია, ხალხი კი იტანჯება ამის გამო. როდესაც ყველა ეს მცდარი მეცნიერული თეორია გასწორდება, მოსახლეობა ბედნიერი გახდება... ჩვენ უნდა ვებრძოლოთ მეცნიერებს და დავამარცხოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი არასწორი გზით უძღვებიან საზოგადოებას“ (წიგნიდან „სიცოცხლე მოდის სიცოცხლისგან“. ქართული გამოცემა. 1990 წ. გვ. 51). მართლაც, ყველაზე საშიში ხალხია! მათ უფრო ნაკლებად განვიცდი, ვინც სადარბაზოში დაგხვდებათ და სამკაულს წაგართმევთ, ბოლოს და ბოლოს, ოქროა, ლითონი. მწიგნობართა გზააბნეული ცოდნით კი მთელი მსოფლიო ტრაგედიას უახლოვდება! ეუბნები, გინდა გააგებინო... ვერ იგებენ. ეს რა დამართნია ცოდნის კერას!!!

თუნდაც ამ შემთხვევაში, ხომ უნდა დაინტერესდნენ, რა გვიშლის ხელს და რატომ ვერ ვხედავთ ვერასოდეს დედამიწიდან შეუიარაღებელი თვალით მე-7 ილუსტრაციაზე ასახულ ციალს, ალბათ არც არსებობს?! მაშ, რა დაინახა „ჰაბლის“ ობიექტივმა! ან რატომ გვარწმუნებს უძველესი სასულიერო ლიტერატურის ყველა ავტორი, რომ სამყაროს იქით ნამდვილად ლივლივებს მე-9 ცა. და ნახეთ, ამ მხრივ რაოდენ საღ პასუხს გვთავაზობს ჯანმრთელი ლოგიკა: შავი კოსმოსის მიღმა დავანებული ზესინათლის მბრუნავი გამონათებები (ილუსტრაცია 8) მოჩანს იმიტომ, ისინი ზე-ხვრელებია და მათი ცენტრალური სხივები „მილების“ სახით მოემართებიან დედამიწისკენ, რასაც შორეულმა წარსულმა უწოდა „სიცოცხლის ხე“! ხოლო არამბრუნავი ზესინათლის დანახვა (ილუსტრაცია 7) შესაძლებელია მხოლოდ მე-9 ცის წინარე შრეში, სამყაროს საზღვართან, ან ძლიერი ტელესკოპით უნდა გახედო. და რატომ ესეც არ მოჩანს ჩვენი პლანეტიდან? მის პასიურობას დედამიწასთან მომართებაში განაპირობებს ის, რომ არ ბრუნავს, არც მეტამილს ჰქმნის სამყაროს გადაშავებულ სივრცეში, რის გამოც ეს ძლიერი ზე-შუქი ვერ აღწევს აქამდე, რათა თვალმა დააფიქსიროს იგი. არადა, აღარც დიდი წინაპრები არიან, გვეკითხა მაინც, მათთან გვესაუბრა...

ვთქვათ, სადმე ქუჩაში გადავეყარეთ ძველი ეპოქების ქურუმს, ვითომც ჩვენს დროში შემოსულა რეინკარნაციით. დგას თავიან-ტანიანად სამოსელით დაბურული და ფიქრობს – ღმერთო, სად მოვხვდი! ვაჲ, რა დამართნია ადამიანის მოდგმას!!! – ჯერ თავაზიანად მივესალმოთ. მოკრძალებით მივუახლოვდეთ. ჩანთიდან ეს ფოტოები ამოვიღოთ და ვთხოვოთ, პირად სახეს თუ არ გვიჩვენებს, ის მაინც განმარტოს, რა სახის ელვარება დააფიქსირა „ჰაბლმა“ შორეულ სივრცეში და ამ ფოტოსურათების რეალური არსობრიობა აგვიხსნას (ილუსტრაციები 7, 9, 10, 11). სახედაბურული ქურუმი კადრებს დახედავდა და დინჯი ხმით გვეტყოდა: „როდესაც თქვენი დროის თვითმფრინავით წვიმიან ამინდში მგზავრობთ, ერთხანს მოშავო ღრუბლების ქვემოთ ხართ. როცა საფრენი აპარატი მეტად აიწევა, თუ ეს ხდება დღისით, ვინაიდან მუქი ღრუბლების მაღლა მზეა, მათ სისქეში თანდათან გაჩნდება მზიანი ეპიზოდები. ეს ფოტოები, ბოლო ჟამის საცოდავო ხალხო, ასახავს შავი კოსმოსის იქით გარდამავალ ზე-განათებულ კადრებს. თუ სივრცის შრეებს გაუყვებით და, წვიმიანი ღრუბლების მსგავსად, სფერული სამყაროდან გახვალთ, გარდაისახებით ზეციალში, ისაა მე-9 ცა, იქაა ნეტარი ცხოვრება, რაც თქვენ გაკლიათ. გამიგეთ, შვილებო?! ვიდრე აქ ვარ, მკითხეთ, რა არ იციან თქვენმა მოწინავე მეცნიერებმა. რით ვერ გაიგეს, რომ ძველი ეზოთერული ცოდნა – ახალი ფიზიკაა“! კი მაგრამ, თუ წარსული უფრო ჩლუნგია აზროვნების მხრივ, საიდან იცოდნენ ეს ყველაფერი?! თუ არადა, ამ სტატიის პირველ ილუსტრაციას ახედეთ, სფერული სამყარო დაგვიხატეს მის იქითა ზესივრცეების ჩათვლით, და ამაზე თანამედროვე მეცნიერები იცინიან. რამდენად სანდოა ამ ფოტომასალის „ქურუმისეული“ კომენტარი...

საქმე ის არის, ვერც სპეციალისტები გაერკვნენ, რა სახის სინათლე უნდა დაენახა „ჰაბლის“ ფრიად შორეულ კოსმოსში, აღარც იმის აღიარება სურთ, რომ სამყარო სფეროა და გააჩნია თავისი საზღვრები, ეს გამოიხატება შავი და ცივი სივრცის თანდათან გარდასახვაში ზე-იქით დავანებული გავარვარებული ციალის სახით, რასაც დღეს დედამიწელები ვაფიქსირებთ, ოღონდ – „ჰაბლის“ გამოყენებით: აი, ფაქტები – ფოტოები! ამრიგად, თუ სულით დიდმა წინაპრებმა უბრალო ნახატების სახით დაგვიტოვეს იმის ცოდნა, სინამდვილეში რა ხდება სამყაროს ირგვლივ, მაგრამ აპარატურით ვერ აფიქსირებდნენ ამას, დღეის ადამიანმა შეძლო მისი ფოტოგადაღება, მაგრამ ერთი განსხვავებით: ცის შემსწავლელ მეცნიერთა წრეებმა სამყაროს რეალური სახე არ იციან და ეს ფრაგმენტები ხან „გალაქტიკებია“, ხანაც – „მაცივარი“! ანდა, განა როგორ დაეცნენ სულიერად, პარალელური შრეების დაფარულ გაკაშკაშებულ ზესინათლეს დღეის ფიზიკოსებმა უწოდეს „ბნელი ენერგია“. გესმით რა ხდება, უფლის ციალი შეადარეს სიბნელეს!

ვთქვათ, უბრალო მკითხველმა მაინც დაიჯერა, რომ შორეული სივრცეების ნებისმიერი მბრუნავი შუქი – ვარსკვლავებია. დანარჩენ შემთხვევაში რას წარმოადგენენ დიდრონი არამბრუნავი სინათლეები? როგორც იქნა ვრცელი საუბრით მოვედი პასუხთან: ისინია ნამდვილი ხომლები! როცა სფერული სამყაროს საზღვართან გარეთა მზე ჩაივლის რომელიმე არამბრუნავი ციალის სიახლოვეს, იმ გაცისკროვნებული არეებიდან ჩაბნელებული სამყაროს შიგნით შემოსხივდება სხვადასხვა ხარისხის ზე-ენერგიები, რაც დედამიწაზე ჩვილთა შობადობაზე ზემოქმედებს. აი, რა ყოფილა ასტროლოგია. და რატომ დაგვიტოვა წინაპარმა ვარსკვლავიერი ცის ნახაზები ცხოველთა ან საგნების გამოსახულებით როგორც „თანავარსკვლავედები“, ბოლოს და ბოლოს, მნათობთა ჯგუფებია ნამდვილი ხომლები თუ „ჰაბლით“ დაფიქსირებული ეს სინათლეები?! საქმე რაშია...

ვინაიდან ხომლთა გამოსხივება ძლიერი სინათლის სახით არ აღწევს დედამიწამდე და ვერ ვხედავთ, ბოლო ეპოქების განმავლობაში აუცილებელი გახდა შეექმნათ რამენაირი მეთოდი, რითაც აქლემებითა და ხის გემებით მოგზაურობის შემთხვევებში ვაჭრები გზას გაიკვლევდნენ, ეს იყო გასული საუკუნეების ნავიგაციის ერთგვარი სახელმძღვანელო. დედამიწის მოსახლეობას ნამდვილ ხომლთა სახე და არსობრიობა თანდათან მიავიწყდა და ისინი ეგონა მხოლოდ და მხოლოდ ვარსკვლავთჯგუფები. ასე არ არის. ვარსკვლავთა მიღმა, სადაც კოსმიური „უკუნითი უკუნისამდე“ მთავრდება, იქ არის ხომლთა, ანუ ზოდიათა გიგანტი ზე-ხვრელები. ხოლო იმ სიბრტყეს, სადაც ასტროლოგიის მიხედვით დავანებულია თვეთა ჰოროსკოპების მხოლოდ 12 ხომლი, ეწოდება „ზოდიაქოს წრე“, ის – იგივე ეკლიპტიკაა, მაგრამ ვერც ამას დააჯერებთ ცის მეცნიერებს. ამრიგად, რასაც ხედავთ, დღეის შემდეგ ღამის მნათობთა ჯგუფებს ისევ „თანავარსკვლავედი“ დაუტოვეთ სახელად, ხოლო რეალური ხომლები ყოფილა თანავარსკვლავედების მიღმა, მათ გასწვრივ დავანებული ზესინათლეების ფრაგმენტები, რომლებსაც უკვე ვეღარ ვხედავთ კოსმოსში ძლიერ ჩამობნელების გამო.

სამყაროს ირგვლივ შემოწერილი სიკაშკაშის სახით ისეთ მდიდარ ზე-პალიტრასთან გვაქვს საქმე, ფერადიც რომ იყოს რომელიმე გამოცემა, მსოფლიოს ვერც ერთი თანამედროვე ოფსეტური სტამბა ვერ შეძლებს ისეთი ფერთასვლის ქაღალდზე გადატანას, რაც ზე-იქაურობას ახასიათებს. წუთისოფელი მიილია... ამას რა მიხვედრა უნდოდა, ელემენტარულ ნაწილაკთა ნებისმიერი ერთეული იმეორებს სფერული სამყაროს სრულ სურათს. დალოცვილებო, წინ გვიდევს ფაქტი – ხომლთა რეალური ფოტოკადრები! ახლა რაღა ვქნათ, ძველებს დავუჯეროთ თუ აზროვნების თანამედროვე ქაოსში ჩავრჩეთ?! აი, როგორ ავნო პოლონელი ბეცი ასტრონომის ჰელიოცენტრულმა ილუზიამ ასტროლოგიას, რის გამოც ცის მეცნიერებმა ეს გენიალური დარგი უარყვეს. სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ, გასული ეპოქების კოსმოგონიურ აზროვნებას უნდა დავუჩოქოთ და ბევრი რამ ვისწავლოთ მათი „მცდარი“ დასკვნებით.

და ბოლოს, ხელმეორედ ჩავსვი და აგერაა მე-11 ილუსტრაცია. განსაკუთრებით დააკვირდით, ნუთუ ვერ ამჩნევთ, ზესინათლე დავანებულია შავი კოსმოსის იქით, მის გაღმა. მცირე ხანს თვალდაუხამხამებლად უცქირეთ ამ კადრს... აშკარად დააფიქსირებთ თვალსმიფარებული სივრცეების აზრობრივ სართულებს და შეამჩნევთ, მუქი კოსმოსი უფრო აქეთაა, თქვენკენ, ხოლო ზეთეთრი კოსმოსი იქით! მათ შორის კი შეინიშნება ერთგვარი გამჭოლი ზე-ხვრელები, საიდანაც წყალობის სახით ზესინათლე შემოიღვრება.

 

 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com