სინამდვილეში რა ანგრევს ქალაქებს...

(ფრაგმენტი გივი ალაზნისპირელის ხუთწიგნეულიდან “მსოფლიოს დასაბამისეული აღმოჩენა”. ოთხი ტომი გამოიცა თბილისში 1994-2006 წლებში, I, II და III ტომები ერთ წიგნად – მოსკოვში 2002 წელს).

დღეის მსოფლიოს უტევს ნოვაციათა წარღვნა, რის გამოც ადამიანი გადაიღალა და გადაეწყო ინფორმაციულ მარხვაზე. ამიტომ, არ გამოვრიცხავ, ეს თემა არ ჩაიკითხოთ ბოლომდე. მიმაჩნია, თუ ამას სასწრაფოდ არ გაეცნობიან სეისმოლოგები, ფიზიკოსები, ასტროფიზიკოსები, გეოფიზიკოსები, ატლანტოლოგები, ეგვიპტოლოგები, შუმეროლოგები, ეზოთერიკოსები და ა.შ.., თანამედროვე ცოდნა ვერ გამოვა აზროვნების ჩიხიდან და უარესად დაიქსაქსება. მაპატიეთ! ჯერ მოკლე შინაარსს ვთავაზობ მათ, ვინც შეზღუდულია თავისუფალი დროის მხრივ. აი, რა დავადგინე ხანგრძლივი კვლევის შედეგად:

დედამიწის ბირთვში დაგროვილია ფრიად უარყოფითი მუხტი გოგირდწყალბადოვანი ნივთიერების სახით. იქვეა ბირთვის ცენტრში ძალზედ დადებითი ფაზის მქონე პლაზმა, და დროდადრო მათ შორის ხდება უძლიერესი განმუხტვა! სულ ესაა, ის ყოფილა ძლიერი მიწისძვრების საბაბი. ამის უკეთ აღქმის მიზნით დაათვალიერეთ ვიზუალური გამოსახულება, ილუსტრაცია 1, ანდა ამ ბმულით ნახეთ ჩემს მიერ მომზადებული დოკუმენტური ვიდეონაწარმოები სახელწოდებით „დაკარგული ბაბილონი“, ფილმი პირველი: https://www.youtube.com/watch?v=R8_FU4cJh1k

ეხლა შედარებით ვრცელ ინფორმაციას ვთავაზობ მათ, ვინც ამ საკითხით დაინტერესდა. ახალი გენიალური თემაა, რითაც კაცობრიობის ყველაზე დიადი საიდუმლო გაიხსნა, ოღონდ ამის გასააზრებლად საჭიროა დღეს აღიარებული ფიზიკისა და ასტრონომიის საგნების მცირე კორექცია. პარალელურად გაირკვა, რატომ ვხედავთ ცაში ზოგჯერ “მეორე მზეს”, რომელიც მალევე უჩინარდება... (ამ ინფორმაციით სავსეა ინტერნეტი, საიტების საძიებელ სარკმელში ჩაწერეთ “two sun”, ამოვა და გაეცანით).

სეისმოლოგთა კომენტარებით, დედამიწის შიგნით დაფარული გიგანტი ტექტონიკური ფილების მოულოდნელ ამოძრავებას განაპირობებს პლანეტაში “გამოთავისუფლებული(?) უძლიერესი ენერგია, რაც მიწისძვრებს იწვევსო. თუმცა, რატომ ხდება, ესოდენ უხვი ოდენობის ძალა უცებ გამოვლინდეს წყალში ან ხმელეთის წიაღში, ამის მიზეზი არავინ იცის. ე.ი. ვიდრე სადმე მიწისძვრა მოხდებოდეს, სად და რა სახით არის შენახული ის ვეებერთელა მუხტი? შეკითხვის ფორმას ვცვლი: თუ ის ენერგია მიწისძვრამდეც დედამიწის შიგნითაა, ბიძგებამდე რატომ სუსტდება ყოველთვის სივრცეში გაფანტული უხილავი ტალღა, რასაც სეისმოგრაფი აფიქსირებს. ამ დარგის სპეციალისტები ამით ხვდებიან, რომ მალე სადღაც ხმელეთი შეირხევა, არადა სად მოხდება ან როდის, წინდაწინ ვერ ადგენენ.

ფაქტია, მიწისძვრებს იწვევს დედამიწის შიგნით უცებ გამოვლინებული დიდი ენერგია. მაგრამ შეკითხვაზე, ის ძლიერი მუხტი მანამდე რა სახითაა გადანახული ამ პლანეტაში, რაც დროდადრო ოკეანეებს აწვალებს და ცუნამს იწვევს, პასუხი არ არის. მეცნიერებს არც მეორე გაუგებრობის ახსნა აქვთ, მანამდე რატომ არ ავნო იაპონიას იმავე ენერგიამ, ვიდრე მოულოდნელად მისი ტერიტორიის ჩრდილოეთ ნაწილს წაშლიდა. და ვართ ასე, ღვთის ანაბარა, მიწისძვრების პერიოდულობა კი მატულობს. ახლა ვნახოთ, როგორ განიმარტება ეს ყველაფერი ფიზიკის საგნის გამოყენებით, თუ ამას პარალელურად მივაშველებთ უძველეს ეზოთერულ აზროვნებას, რაც მთლიანად ცვლის თანამედროვე სამეცნიერო მსოფლმხედველობას. რას ეხება ეს...

ათეული წლები გავიდა, ფიზიკოსებს ვთხოვ ამიხსნან, სად ვეძებოთ წყალბადის ატომების მთავარი მატრიცა. ანუ რა ახსოვთ ელემენტარულ ნაწილაკებს, რას იმეორებენ და როგორ “მოილაპარაკეს”, რათა ისინი თითქმის ერთნაირები ყოფილიყვნენ როგორც ჩიკაგოში, ასევე – ოზურგეთში. კერძოდ, ვიცით, რომ ყოველ ატომში ნებისმიერი ელექტრონი მოძრაობს მისსავე პროტონის გარშემო. რატომ... საღი პასუხი აგვიანებს. თავდაპირველად ამის თაობაზე ვიტყვი:

ცნობილია, რომ შავი ზღვის სიღრმეში დაგროვილია გოგირდწყალბადოვანი ნივთიერება H2S, ასეთ ფენომენს აქვს გახრწნილი კვერცხის სუნი. მისი დონე სწრაფად ამოდის და წყლის ზედაპირამდე რჩება სულ რაღაც 50-60 მეტრი. ამ საკითხით დავინტერესდი გასული საუკუნის 90-იან წლებში და დავადგინე: გოგირდწყალბადის მომაკვდინებელი ვეება მარაგი ყოფილა არა მხოლოდ შავ ზღვაში, არამედ მისი მთავარი ბაზა დავანებულია მთელი კავკასიის ქვეშ არსებულ გიგანტურ სიცარიელეში! ამ ქვე-არეალს მოვიხსენიებ “სიცარიელედ”, თუმცა დღეს ის ამოვსებულია წყლით. რაც მეტი ინფორმაცია მოვიპოვე ამის შესახებ, მით უფრო დავრწმუნდი, არავინ იცის, რა ფენომენია ეს მივიწყებული დაფარული სიღრმე. თურმე რა ხდება...

ფიზიკის საგნის გარდა, ვსწავლობ უძველესი ცივილიზაციების – ბაბილონის, ძველი ინდოეთის, ძველი ეგვიპტის, მაიას, შუმერების, ხეთებისა და ა.შ.., ლიდერთა მიერ შექმნილ ტექსტებს. რატომღაც მათი აქცენტი გადატანილია სადღაც გამქრალ საკრალურ მიწისქვეშეთზე, სადაც ასხივებდა არაამქვეყნიური ციალი. მათივე წერილობითი წყაროების მიხედვით, ადრინდელ ეგვიპტეში ე.წ. “დაბლითა სამყაროს” ზომები ასეთია: სიგრძე, სიგანე და სიმაღლეში დაახლოებით 1200 კმ ან მეტია. ჩემი აზრით, ამ დაფარული გრანდიოზული აუზის სახით საქმე გვაქვს დედამიწის ვირტუალურ ბირთვთან, რასაც ბოლო 28 წლის განმავლობაში ვიკვლევ. დასკვნები ძალზედ სენსაციურია!

პარალელურად დავინტერესდი, რანაირად წარმოედგინა უწინდელ ხალხს სამყარო. ნახეთ, როგორი სურათი იქმნება: მათსავე განმარტებით სამყარო – სფეროა, სადაც მთავარ ადგილს ჩვენი პლანეტა იკავებს (იხილეთ ილუსტრაცია 2. მზისა და დედამიწის ზომები დაცული არ არის). გეკითხებით, რა დავხატე ამით? ალბათ მეტყოდით – სივრცის გეოცენტრული მოდელი? – არავითარი! მეორე სურათით გიჩვენეთ უმარტივესი აღნაგობის მიკროსფერო – წყალბადის ატომი, მის წარმოსაჩენად კი დამჭირდა სფერული სამყაროს გამოსახვა. აღმოჩნდა, ისინი ერთი და იგივეა ფორმით და აღნაგობით, ოღონდ პატარა განსხვავებით: სამყარო “ცოტა” დიდია ატომზე. მე-2 ილუსტრაციის მინაწერებს დააკვირდით და შეადარეთ, რამდენად ჰგავს წყალბადის ატომის სტრუქტურა სამყაროს სტრუქტურას. ახლა მივხვდი, რა წარმოადგენს ამგვარი ატომების მთავარ მატრიცას, ეს ყოფილა ჩვენი სფერული სამყარო, რომელსაც თავისი ორი პოლუსი და საზღვრები ჰქონია მისსავე გარსის სახით (თუ როგორ გავიგოთ დანარჩენი პლანეტების მდებარეობა ამავე სფეროში, რთული თემაა და ერთ სტატიაში ვერ ჩავტიე. ეს ვრცლად განმარტებულია ჩემი ხუთწიგნეულის V ტომით ან ცალკე ორ ტექსტად გამოგიგზავნით PDF ფაილებს. შემეხმიანეთ ფეისბუქით: https://www.facebook.com/Esoteric.Writer). (თუ რატომ არ დავსვი ატომის ბირთვი ცენტრში, როგორც ამას ფიზიკოსები აღიარებენ, ესეც სიახლეა და მოცემულია პირად წიგნში).

სპეციალისტებსაც გაუკვირდებათ, ასე რატომ დაემსგავსნენ ერთმანეთს სამყარო და უმარტივესი ატომი? ესაა მთავარი. ათწლეულებია ქართველ სწავლულებს ვთავაზობ, სასწრაფოდ გაეცნონ ძველთა რელიგიურ ხელნაწერებს თუ ვერა, ჩემს წიგნებს მაინც, რითაც მათი კოლოსალური ცოდნის მოკრძალებული კორექცია მოხდება, არადა მართლა ბევრი იციან. ფაქტია, ვერც ფიზიკოსები გაერკვნენ, რატომ არ მეორდება ატომთა შიგნეულში ე.წ. “მზის სისტემის” პლანეტარული წყობა. სინამდვილეში ასეცაა, მიკროელემენტები ნამდვილად იმეორებენ ცის დიდი ობიექტების სრულ განლაგებას, მაგრამ არა – ჰელიოცენტრულს, რომელიც დღესაა აღიარებული, რასაც პროფესიონალებმა თავი ვეღარ დააღწიეს.

სხვათაშორის, ინგლისელმა ფიზიკოსმა რეზერფორდმა სცადა და იმ დროის სწავლულებს შესთავაზა ატომთა აგებულების პლანეტარული მოდელი, ოღონდ მან გაიაზრა არა მათი გეოცენტრული მდებარეობა, არამედ – კოპერნიკისეული ვერსია, რითაც კოლეგების დასკვნებს დაუპირისპირდა და მათმა კონცეფციებმა ერთიმეორე გამორიცხეს. კერძოდ, რეზერფორდის ატომის პლანეტარულ მოდელს პირდაპირი ექსპერიმენტული დასაბუთება კი აქვს, მაგრამ ის ვერ ხსნის არსებულ სპექტრულ კანონზომიერებას, ატომის არსებობის ფაქტს და მის მდგრადობას. და ასე, მცდარობა მცდარობას დაემატა, გაურკვევლობა – გაურკვევლობას. აი, შედეგი: ასტრონომიული ქაოსი! და მაინც, როგორია რეალური სამყარო და რა წარმოადგენს ძლიერი მიწისძვრების მთავარ მიზეზს...

ფიზიკოსებს რომ ვკითხოთ, თავისი ფორმით რას წააგავს ვაშლი, ღიმილით გვიპასუხებდნენ: ელექტრომაგნიტურ სარტყელს, რომელიც თითქმის სფეროსებრია და ორი ჩაზნექილი პოლუსი აქვს. კი ბატონო! შემდეგი კითხვა: მხოლოდ დედამიწას აცვია სფეროსებრი ორპოლუსიანი ველი? არა, ელექტრომაგნიტური მოსაცმელი ახასიათებს მატერიის ნებისმიერ გამოვლინებას – საზამთროს, გოგრას, ბალს, ალუბალს.., მაგრამ ეს ვლინდება სივრცის ერთიანი ველის სხვადასხვა ხარისხებით, რაც ვრცლად აღწერილი მაქვს პირადი წიგნებით, დიდი თემაა.

მესამე და მთავარი შეკითხვა: რა გარანტია გვაქვს იმისა, რომ დედამიწის ელექტრომაგნიტური ველი სიდიდეების მხრივ უკანასკნელია? იქნებ კიდევ არსებობს სადღაც შედარებით გიგანტი ელექტრომაგნიტური სარტყელი და არ ვიცით. კი, ყოფილა, ეს არის სფერული სამყარო, ე.ი. მასაც აუცილებლად ექნება ორი გიგანტური პოლუსი, რომლებსაც ერთმანეთთან აკავებენ მისივე ძალწირები (იხ. ილუსტრაცია 3).

როგორ წარმოვიდგინოთ სამყაროს “ორპოლუსიანობა”, სად შეიძლება მათი დაძებნა... ძველი ეპოქების კოსმოგონიური ცოდნით დადგინდა: სამყაროს ერთი პოლუსი ის მზეა, რომელიც მოჩანს, ხოლო მეორე პოლუსი – მეორე მზე, რომელიც არ ჩანს, მაგრამ არსებობს. და სად არის იგი?! ნახეთ, რა წერია ნებისმიერი უძველესი ცივილიზაციების ლიდერთა მიერ შექმნილ ტექსტებში: დღემდე უკვალოდ გამქრალი მეორე მზე გამოკეტილია ჩვენი პლანეტის შიგნით, კავკასიის სრული ტერიტორიის ქვეშ, თუმცა ამის ცოდნა სამწუხაროდ წაშლილია ადამიანის მეხსიერებიდან. აღმოჩნდა, სამყაროს უზარმაზარი ელექტრომაგნიტური ველის ძალწირების იქითა ბოლოები თავს იყრიან ხილული მზის არეალში და ამიტომაც ციალებს, აქეთა ბოლოები კი – პლანეტის შიგნით, დაფარული მზის სამყოფელში, და აკი ძველად აღტაცებით აღწერეს, ზე-კაშკაშებსო!

ამრიგად, დღეს გავრცელებული მოსაზრება, რომ ხილული მზე – გავარვარებული მყარი ობიექტია და მის წიაღში მიმდინარეობს თერმობირთვული რეაქცია, წააგავს ასტრონომთა ხუმრობას და ვურჩევ, რაც შეიძლება მალე უარყონ ეს აკვიატებული მცდარობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ დაძებნიან სწორ პასუხებს, სინამდვილეში რა “ამოიფრქვევა” დროდადრო მზის მასიდან, რატომ ჩნდება მის სიბრტყეზე შავი ლაქები, ან რა არის იმის მიზეზი, ზოგჯერ ასტრონომები მეორე მზეს ხედავენ. ამის საღი პასუხები უკვე არის, რაც მხოლოდ გეოცენტრული თეორიით განიმარტება.

ამჯერად იკვეთება სხვა ახალი ნოვაცია, რაზედაც წარმოდგენა არ აქვს თანამედროვე ცივილიზაციას. კერძოდ: ისე როგორც დედამიწას გააჩნია კერძო ელექტრომაგნიტური მოსაცმელი თავისი ნულოვანი “ღერძით” და იგი აკავშირებს მის ორთავე პოლუსს, ანალოგიური დიდი “ღერძი” ჰქონია სამყაროსაც, რომელიც შორეული კოსმოსის მთელი შავი და ცივი სივრცის ორ პოლუსს, ორ მზეს აერთიანებს. ბიბლიით ამ ფენომენს ეწოდება “სიცოცხლის ხე”, ხოლო შუმერული პოემების მიხედვით ის გახლავთ “დიმ-გალ” – “დიდი ღერძი”, რატომღაც “დნმ”-ის მსგავსად ამოტვიფრეს თიხის ფილაზე და შემოგვინახეს ორი ურთიერთგადაგრეხილი გველების სახით (ილუსტრაცია 4. ამ თიხის ფილას მიაგნეს XX საუკუნის დასაწყისში ერაყის ტერიტორიაზე). შუმერთა გადმოცემით, სამყაროს ორივე პოლუსები ბრუნავენ ერთიმეორის მიმართ, რის გამოც სივრცის მთავარი სიმი გადაგრეხილია. ამით მივედი კიდევ ერთ უცნაურ დასკვნამდე, რომ ვგონებ ადამიანის მოდგმამ მიაგნო ნებისმიერი მიკრო “დნმ”-ის მთავარ მატრიცას.

სივრცის გეოცენტრული წყობა და ატომების აგებულება იმდენად ჰგავს ერთმანეთს, წარმოუდგენელია სიმართლე იყოს კოპერნიკის “ჰელიოცენტრული მოდელი”, ეს უნდა დაივიწყოთ! ამრიგად, ძველი დროის საღად მოაზროვნე ლიდერების აღწერილობით, ასეთია თავისი ფორმით შავი და ცივი კოსმოსი: გიგანტი “ბურთი”, რომლის შიგნით შედარებით უძრავ ობიექტად მიიჩნიეს დედამიწა. დიახ, ეს პლანეტა – სამყაროს ბირთვია და მასში მოთავსებულია მზისმაგვარი არაამქვეყნიური მანათობელი ფენომენი, რასაც ძველმა ეგვიპტელებმა უწოდეს “რა” – “რამზე”, სადაც გარდაცვლილის სული ხვდება არა მხოლოდ კლინიკური სიკვდილის პერიოდში. ზეციალი-იგი ყოფილა ვეებერთელა სამყაროს პროტონი, ჩვენი პლანეტის გარშემო კი, სამყაროს გარსთან, ხილული მზე გადაადგილდებაო. საოცარია, იგივე ხდება წყალბადის ატომებში და ელექტრონი ბრუნავს პროტონის გარშემო, თუმცა მათი სტრუქტურების მთავარი მატრიცა დღემდე უცნობია. რა საერთო აქვს ამას ძლიერ მიწისძვრებთან... ვიმეორებ:

გადაკარგული ცივილიზაციების მწერლების გადმოცემით, კავკასიის ქვეშ ჩაგროვილი გოგირდწყალბადის მასა თავისი არსით უარყოფითია და მას უწოდეს სიკვდილის მიზეზი, ხოლო ამ უზნეო ნივთიერების ცენტრში დატყვევებულია სიცოცხლის საბაბი – “რა”, რაც ძველთა განმარტებით თანდათან მცირდება (მეცნიერული ფაქტი იმისა, რომ ესეც სიმართლეს ჰგავს, აქვეა, ზემოთ. იხ.: https://Esoteric-writer.webnode.com, თემა “რატომ დაავადდა სიცოცხლე”). უწინდელმა ხალხმა იმდენად ღვთაებრივი ფენომენის სახით აღწერა “რა”-ს სინათლე, გამხმარი პეპელა რომ შეაგდოთ მის ზეციალში, გაცოცხლდება და გაფრინდება.

მაშასადამე, ამ ორი მოვლენის სახით საქმე გვაქვს აბსოლუტურად საპირისპირო ანტიპოდებთან, ერთის მხრივ ყოვლად ბინძური გოგირდწყალბადი, და მეორის მხრივ არაამქვეყნიური ღვთაებრივი ალი “რა”. და ნახეთ, რაოდენ საოცარ დასკვნასთან აღმოვჩნდი: არც მეტი, არც ნაკლები, მიწისქვეშა ძლიერ ბიძგებს განაპირობებს აღნიშნულ სიცარიელეში დაგროვილი გოგირდწყალბადის მეგატონებსა და იქვე, მის ეპიცენტრში ჩარჩენილი “რამზეს” შორის მომხდარი უძლიერესი განმუხტვა! ალბათ ეს არის იმის მიზეზიც, ზოგჯერ მიწისძვრის მომენტში ხმელეთის წიაღიდან წამიერად ამოვლინდება სინათლის ფრაგმენტები.

სწორი ხართ, თუ შემეკითხებოდით, რაკი “რა”-ს ფენომენი ყოველთვის დედამიწის შიგნითაა, რატომ სუსტდება სივრცეში გაფანტული უხილავი ტალღა ნებისმიერ ძლიერ მიწისძვრამდე, ან უცებ რანაირად აქტიურდება იგი ყოველი მიწისძვრის მომენტში? გეტყვით: “რა”-ს ზე-გამოსხივება შეფუთულია სამყაროს ერთიანი ველის ცივი, მდაბიო შრეებით მანამდე, ვიდრე მისი ზესინათლე ამ ფენებს გამოარღვევდეს ცის ბზარში და იქიდან პარალელურ შრეთა ზეციალი შემოვარდებოდეს ჩვენს სამგანზომილებიან არეში; იგივე ხდება სფერული ელვის ("შაროვაია მოლნია") გამოვლინების შემთხვევაში, ოღონდ ამ დროს სივრცის ნაპრალის ზომები ფრიად მცირეა... (აუცილებლად გაეცანით საკითხს “რატომ დაავადდა სიცოცხლე”, აქვეა, რათა გაიაზროთ, რას ნიშნავს ცის გადახსნა).

ამის პარალელურად ახლა გაირკვა, ზოგჯერ რატომ ხედავენ ასტრონომები შორეულ ცაში “მეორე მზეს”, რომელიც მალევე უჩინარდება. აი, რასთან გვაქვს საქმე, ესეც საკაცობრიო ვეება ნოვაციაა: როცა სამყაროს ბირთვის შიგნით, დედამიწის აღნიშნულ სიღრმეში “რა”-ს მუხტი შემოვარდება, ის ერთ შემთხვევაში ელვასავით გამოვლინდება გოგირდწყალბადოვანი მასის წყვდიადში და აჰა, სახეზეა ძლიერი მიწისძვრა (იხ. ილუსტრაცია 1, სინათლის ელვისებურ ნაპრალს დააკვირდით). მაგრამ ეს პროცესი სამყაროს ძალწირებით მომენტალურად გადაეცემა ხილულ მზეს როგორც – გიგანტი პროტონის ასიმეტრიის ბიძგი, იქაც რაღაც-ამდაგვარი მეორდება, სამყაროს ვეებერთელა ელექტრონის შიგნით, და აკი ამის შედეგად მზის გარსის გარეთ ჩნდება ცეცხლოვანი ენები (ილუსტრაცია 5).

შეხედეთ, ამით დაფიქსირებულია გარეთა მზის ერთ-ერთი ე.წ. “ამოფრქვევის” კადრი. აქედან გამომდინარე, კიდევ ორიოდე შეკითხვა სწავლულებს: მზის მასა და რადიუსი ცნობილია. აწი ამ სურათის მიხედვით გაზომეთ მისი წიაღიდან ამოვარდნილი ალის სიმაღლე. ხვდებით, ალბათ, ენერგიის ენით ამოუთქმელ ოდენობასთან გვაქვს საქმე! თანაც, ეს ხდებაო არა თვეების მანძილზე, არამედ – წუთებში. ჰოდა, როგორ შეიძლება ამხელა ნაკადი გამოვარდეს მზის სიღრმიდან და თვითონ მზე არ დაიძრას თავისი ადგილიდან, რაც ასტრონომიული ნორმების, დედამიწაზე 24-საათიანი ციკლის აღრევას გამოიწვევდა. ოღონდ...

ახლა დააკვირდით რაშია საქმე: თუ ნამეტანი დიდი ენერგია შემოვარდა “რამზეს” დაფარული ზე-ხვრელიდან კავკასიის ქვემო სიცარიელეში, ის მალევე არ ჩაქრა და ქვემოთ განაგრძო დამოუკიდებელი ციალი, რაღაც პერიოდში აუცილებლად გაიკეთებს შორეულ კოსმოსში თავისი გამოსხივების მეორე პოლუსს და მოჩანს როგორც “ახალი მზე”! ამას დიდი ხანია მივხვდი, მაგრამ ის ვერ გავიგე, მე რატომ უნდა განვმარტავდე ასეთ საკითხს.

პატივცემულო მკითხველო. ერთად რომ ვიყოთ, ალბათ მკითხავდით: თუ “რა”-ს ამხელა ოდენობის ენერგია დროის ყოველ მონაკვეთში დედამიწის შიგნითაა და ასხივებს, რატომ სუსტდება მისი უხილავი ტალღის ზეგავლენა სეისმოლოგთა სპეცაპარატურაზე ნებისმიერ მიწისძვრამდე?! მშვენიერი შეკითხვაა! ბევრი ვიფიქრე ამაზეც და ასეთი დასკვნა გამოვიტანე: “რამზეს” ძლიერი სინათლე “შეფუთულია” გოგირდწყალბადოვანი ნივთიერების მომაკვდინებელი შრით მანამდე, ვიდრე მათ შორის დაძაბულობა მოიმატებდეს და მოხდებოდეს განმუხტვა. ამის შედეგად მომენტალურად თავისუფლდება მიწისქვეშა გიგანტი ენერგიის დიდი ნაწილი და ვრცელდება, რასაც მერე სეისმოლოგიური აპარატურა აფიქსირებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით... (თუ რას ნიშნავს ერთიანი ველის რომელიმე ფენის გარღვევა, ვრცლად განხილული მაქვს პირადი ხუთწიგნეულის III ტომში, ან ნახეთ სტატიის სახით იგივე თემა “რატომ დაავადდა სიცოცხლე”: https://Esoteric-writer.webnode.com).

ალბათ ჯერ გაუგებარია, როგორ განაპირობებს მიწისძვრებს “რა”-ს უხილავი ტალღა, რასაც ყველა გათვლით სუსტი შეხება აქვს უხეშ მატერიასთან. საქმე რაშია: ვინაიდან “რამზის” ციალი შეიცავს კოლოსალურ მაღალ ტემპერატურას, გოგირდოვანი მასის ტყვეობიდან მისი გამოთავისუფლების მომენტში უმალ აცხელებს ოკეანის წყლების რაღაც ოდენობას. ჰოდა, რადგან მისი ტემპერატურით მომენტალურად ცხელდება წყლის მასა და ვიცით, წყალს არ აქვს შევიწროების უნარი, ეს აძლევს ბიძგებს იმ გიგანტ ფილებს, რითაც მერე შენობები ინგრევა. ამრიგად, ძლიერი მიწისძვრების რეალური მიზეზების საკითხი გაირკვა. რა ვქნათ ახლა?! არსებობს თუ არა თავის დაღწევის შანსი... – კი, რაზედაც ვრცლად ვიტყვი თბილისში გამართულ სეისმოლოგთა საერთაშორისო სიმპოზიუმზე (ჩემი კოორდინატები იხ. ქვემოთ).

რა მოხდა ნიკოლა კოპერნიკის ცნობიერებაში და რატომ ჩამოაყალიბა პლანეტების განლაგების მცდარი თეორია ჰელიოცენტრიზმის სახით? ვინაიდან მან ალღო ვერ აუღო მანამდე დადგენილი გეოცენტრიზმის სინამდვილეს და ბოლომდე ვერ გაერკვა, რატომ უნდა შეექმნათ პტოლემეათა დინასტიის ნიჭიერ ასტრონომებს სფერული სამყაროს ნამეტანი “ჩახლართული” მოდელი ერთიანი სივრცის ხილული და უხილავი (პარალელური) შრეების ჩათვლით, თავისი მცირე ჭკუით ეს საკითხი გააადვილა და იმ დროის მეცნიერებს დაუდო პლანეტების მოძრაობის მარტივი სურათი: მზე იყოს ცენტრში, რის ირგვლივაც გადაადგილდებიან სივრცის დიდი ობიექტები. ეს იყო და ეს! მას აქეთ დედამიწაზე არ გამოჩნდა სწავლული, ვინც ამ სიცრუეს მიხვდებოდა და, ღმერთმა უწყის, საით ვითარდება ასტრონომია, თქვენ წარმოიდგინეთ, ნასა-ს სპეციალისტების ჩათვლით.

სხვათაშორის, თუ დედამიწა არ წარმოადგენს ჩვენი სამყაროს განსაკუთრებულ პლანეტას, რატომ იწყება ბიბლიის “ძველი აღთქმა” ასეთი სწავლებით, მოსე წინასწარმეტყველის ნაწერების მიხედვით, ღმერთმა თავდაპირველად შექმნა ეს პლანეტა. და რატომ! მოკლედ, რაც დრო გადის, ვრწმუნდები, ვიდრე კავკასიის მიწისქვეშეთის საკითხი არ გაირკვევა და პარალელურად არ გაიხსენებთ სამყაროს რეალურ მოდელს – გეოცენტრიზმს, სწავლულები პასუხს ვერ დაძებნიან შეკითხვაზე, რა არის იმის საბაბი, თვე არ გავა, სადღაც ქალაქი არ ჩაიქცეს ძლიერი ბიძგებით. რაც შეეხება რთული აღნაგობის ატომების მატრიცებს, ამას მაშინ მიხვდებიან ფიზიკოსები, როცა გეოცენტრიზმის სრულ სახეს აღადგენენ.

ჩემი შენიშვნა მეცნიერებს: მეორე ილუსტრაციის მიხედვით დედამიწა (გიგანტი ბირთვი) არ დავხატე სამყაროს შუაში, ფიზიკოსები კი მიიჩნევენ, რომ ატომის ბირთვი მის ცენტრშია. ე.ი. ეს ნახატი შეცდომაა?! არა! მიმაჩნია, ბირთვი ატომის შუაში მდებარეობს მხოლოდ მაშინ, როცა იგი.., უფრო სწორედ, მასში ჩავანებული პროტონი ძლიერ ასხივებს. როდესაც მას გამოსხივების უნარი აკლდება, ატომგარსის ერთ-ერთი მხარე იზრდება და ბირთვი კარგავს გეოგრაფიულ ცენტრობას. ამის გამო ატომში თანდათან წარმოჩინდება ე.წ. “დამოკლებული ციკლოიდური” მოძრაობა, რის შედეგად ატომის მთელი სხეული იწყებს ბარბაცს. ეს აუცილებლად განაპირობებს r მანძილის შეცვლას ატომის გარსისა და მისსავე ბირთვს შორის, რაც დიდმა ფიზიკოსმა ნილს ბორმა თავისი პოსტულატებით გამორიცხა. ბოდიშს მოვიხდი აწგარდაცვლილი ბატონი ბორის წინაშე, მაგრამ ასე არ ყოფილა: რაც უფრო ბერდება ატომი, მის გარსსა და მისსავე ბირთვს შორის არსებული r მანძილი იცვლება, მაგრამ კი არ მოგვატყუა ბორმა, არამედ შეცდა იმიტომ, ნიკოლა კოპერნიკს ენდო და არ გაითვალისწინა სამყაროს რეალური, გეოცენტრული მოდელი.

თუ ახლა ამ ტექსტს მეცნიერი კითხულობს, გაუკვირდება, რატომ უნდა ვენდოთ წინაპრების ცოდნას სამყაროს აგებულებასთან დაკავშირებით. ძალზედ საინტერესო თეორია მაქვს ამის თაობაზეც, რაც უკვე გამოვაქვეყნე სხვადასხვა სახელმწიფოების ჟურნალ-გაზეთებში სათაურით “რატომ დაავადდა სიცოცხლე”. თემა ასეთია, რაკი მეცნიერები ვარაუდობენ, რომ სამყარო დაიწყო დიდი აფეთქებით, მათ წინაშე ახალგაზრდობაშივე დავსვი ასეთი შეკითხვა: თუ წინ გვიდევს “ენერგიის მუდმივობის კანონი”, სად გაქრა იმ უზარმაზარი აფეთქების მაშინდელი ვეება ენერგია და ხომ არ იწყება ჩვენი ყოფიერება იმავე გაკაშკაშებული პერიოდიდან. შემდეგ სამყაროში თანდათან ჩამობნელდაო... საოცარია და, ზუსტად ასეა აღწერილი ძველინდურ ვედებში ერთიანი სივრცის თავგადასავალი, რასაც ცალკე პოსტების სახით გთავაზობთ ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე (ბმულებს ნახავთ ქვემოთ).

სათქმელი ბევრია. ეს მხოლოდ რამდენიმე პროცენტია იმისა, რასაც შევწვდი. მაგრამ აქ წყდება ჩემი თხრობა სხვადასხვა ენებზე იმიტომ, რომ თარგმანის ფული არ მაქვს. უკაცრავად!

*      *       *

მისამართი: გივი ალაზნისპირელი. 4, ენერგეტიკოსების ქ. ზემო ზაჰესი. თბილისი.

E-mail: alaznispireli@hotmail.com

Phone: +995 5-77 458-144

English versions: great News about Hollow Earth Theory and Old Egyptian lost Sun “RA”: the real reason of strong earthquakes was found. It founded on the basises of ancient knowledge and of modern physics.

https://ecoteric-writer.webnode.ru

or go here:

https://www.facebook.com/groups/417223855022219/

Russian versions. “Суть древнеегипетского сакрального Солнца РА”:

https://www.facebook.com/groups/493542784029566

или

https://vk.com/Alaznispireli

*      *       *

თუ ზემოთ მითითებული ბმულებით ვერსად შეხვალთ, იმიტომ რომ ამ ტექსტებს ხშირად ბლოკავენ, ან შემატყობინეთ, ანდა იქნებ ჩემი გვერდი ნახოთ ფეისბუქზე:

https://www.facebook.com/Esoteric.Writer
 
ეს უცნაური სტატიები 1990 წლებიდან ჩემს მიერ ქვეყნდებოდა საქართველოს, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხოლოდ ქართულ-რუსულ გამოცემებში. სია დიდია.
მადლობა ყველას ეზოთერული საკითხებით დაინტერესებისთვის.

 

Contact

Esoteric writer 4, Energeticians Str. Zahesi
Tbilisi. Georgia. 0117
+995577458144 Alaznispireli@hotmail.com